– მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ველით ოფიციალურ განცხადებას

ელოდება, რომ მისი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატები ორშაბათს დიდ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.
“ვიცი, რომ მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი სამხედროებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან მის დიალოგზე. მისი თქმით, განიხილეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ინვესტიციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და ს წინააღმდეგ სანქციები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება