უკრაინა, საფრანგეთი და ყველა ჩვენი პარტნიორი მზად არიან მშვიდობისთვის პროდუქტიულად იმუშაონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას დიპლომატიური ვითარება განიხილა.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვეღარავის მოტყუება ვეღარ შეძლოს. ჩვენ ომის ნამდვილი დასასრული და უკრაინისთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის საიმედო უსაფრთხოების საფუძვლები გვჭირდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დღეს დიდ ბრიტანეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი მრჩევლების შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ საერთო პოზიციებზე შეთანხმება წარმოადგენს.
