ვოლოდიმირ ზელენსკი – მაია სანდუსთან საუბარში კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ

უკრაინის პრეზიდენტი, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ვესაუბრე და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. უკრაინელი ხალხის სახელით მოლდოველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ სოლიდარობა გამოვხატე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ შევთანხმდით და პრეზიდენტი სანდუ ში მოვიწვიე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო ს მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო.