ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, მზადყოფნისთვის, ჩვენი ხალხი დაიცვას – ომი მხოლოდ პუტინის სურვილის გამო გრძელდება

პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მზადყოფნის გამო, რომ ჩვენი ხალხი დაიცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.

„ეს ომი მხოლოდ ს გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო, რომ იგი გააჭიანუროს. რუსეთი ცდილობს ომი „ახალ ნორმად“ აქციოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მკვლელობები შეწყვიტოს, რათა რეალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთის ომის დაფინანსება უნდა დასრულდეს“.

„მისი კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან უნდა დასრულდეს. რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდება უნდა შეწყდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, -თან თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებზე მუშაობს.

„უკრაინისთვის Patriot-ებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის ჩვენი გუნდის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის მადლობელი ვარ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.