– მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის – მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ოლენა ზელენსკასთან ერთად რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს.
ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის პაპს.
„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში.
ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში ხელშესახები შედეგებისთვის. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და მკაფიო ხმას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასაცავად“, – წერს ზელენსკი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია