უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანზე, სერგეი ნიკოფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ს, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს შეხვდება“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ნიკოფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის მიზანს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
ლონდონში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვიზიტისას უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
