ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, -ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
„ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის აქტიური მუშაობისთვის.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, დაეშვა ამერიკული იარაღით ს ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმების განხორციელება, რათა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ რუსეთის მცდელობებს, გააფართოოს საბრძოლო ზონა.

ასევე დაგაინტერესებთ