ლიეტუვაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩავიდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ვილნიუსში ვოლოდიმირ ზელენსკი „ლიუბლინის სამკუთხედის“ ფორმატის ფარგლებში ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და კაროლ ნავროცკისთან შეხვედრებს გამართავს.

პრეზიდენტები ასევე ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას იანვრის აჯანყების 163-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. საუბარია რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ყოფილი პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის ხალხების შეიარაღებულ აჯანყებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება