ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის ოპერაციის ყველა განსაზღვრული ამოცანის რეალიზება ხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, კურსკის ოპერაციის ყველა დასახული მიზნის რეალიზება ხდება.
„დღეს იყო მეთაურ სირსკის მოხსენება, როგორც ყოველდღე, ფრონტის თითოეული ნაწილისთვის, კონკრეტულად პოკროვსკის, ტორეცკის და კურახოვსკის მიმართულებისთვის. ცალკე – ოპერაცია კურსკის ოლქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კურსკის ოპერაციის აბსოლუტურად ყველა განსაზღვრული ამოცანა რეალიზდება. მადლობა ამისთვის თითოეულ ჯარისკაცს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამზადებს შეხვედრებს პარტნიორებთან და სექტემბერში, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, შედეგი უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”