ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტის კუპიანსკის სექტორში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის მეთაურთან, ოლექსი ტრუბნიკოვთან ჯარისკაცების საბრძოლო მასალით მომარაგების, რუსების მიერ დრონების გამოყენებისა და მათი განადგურების საკითხები განიხილა.
„მე თქვენი მჯერა. ჯანმრთელობას გისურვებთ. საკუთარ თავებსა და თქვენს კოლეგებს გაუფრთხილდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გამარჯვებას გისურვებთ“, – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსებმა ქალაქ კუპიანკის დროებითი ოკუპაცია მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით იგი უკრაინულმა სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა