ვოლოდიმირ ზელენსკი – კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული

ქალაქ კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე უცხოელი მოხალისეების ჯგუფი განთავსდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმროში განთავსდნენ ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოხალისეები – უკრაინის, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
“სამწუხაროდ, ამ დარტყმას ოთხი ადამიანი შეეწირა. ჯამში 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თავდასხმის ადგილზე მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური აგრძელებს.
„იმისთვის, რომ ეს ომი და ტერორი შეჩერდეს, რუსეთზე ზეწოლის დაპაუზება არ შეიძლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის