– კიევში სამაშველო ოპერაციები დასრულდა, დაღუპულია 23 ადამიანი, 8 ადამიანის ბედი უცნობია

კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა და დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება, 8 ადამიანის ბედი უცნობია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის, მხოლოდ ამ ერთი დარტყმის ადგილას 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. ყველაზე პატარა გოგონა 3 წლისაც არ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დედაქალაქზე თავდასხმას სულ 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 53 მცხოვრები კი – დაშავდა.
„8 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია