ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, კიევში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კიევში, მეორე მსოფლიო ომის დროის უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც რუსული აგრესიით დაღუპული ბავშვების დროებითი მემორიალური კომპლექსი მოეწყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნარენდრა მოდიმ პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.
„ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად პატივი მივაგეთ იმ ბავშვების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც რუსულმა აგრესიამ შეიწირა. ყველა ქვეყნის ბავშვები იმსახურებენ უსაფრთხოებას. ჩვენ ეს შესაძლებელი უნდა გავხადოთ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ს დღეს ეწვია.