ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე – ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია

ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.
მ არაერთხელ გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, როგორც სრული, ისე მხოლოდ ჰაერში. ამ ყველაფრის იგნორირება მოხდა. ნათელია, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით დიდი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებულ ნაბიჯებს -ის, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველით. მხოლოდ ს ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ დაწესებული დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შემდეგ კიევში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
„ღამით ქალაქში არაერთი ხანძარი და აფეთქება მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და ბიზნესები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს. მათი მთავარი სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი იყო.