ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე – უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება – ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს

უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.
„რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ ს სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს“, – წერს ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კიევზე თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ც გამოეხმაურა და მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
„ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები და რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოგერიება“, – აღნიშნა კულებამ.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. უკრაინელებმა ორივე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.