ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვიპროსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდისის შეხვდება.
მოგვიანებით, ზელენსკი და ქრისტოდულიდისი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულ ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
ასევე, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი 1-ელ იანვარს მიიღო და ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.




