ვოლოდიმირ ზელენსკი კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

ვოლოდიმირ ზელენსკი კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
„გისურვებთ წარმატებას პოლონელი ხალხის ნებისა და მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენი ერების საერთო ინტერესების ფარგლებში კონსტრუქციულ და პირდაპირ დიალოგს მოუთმენლად ველი. კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია, რომელიც ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებასა და საერთო საფრთხეებთან ბრძოლას ისახავს მიზნად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ამასთან, მ პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ანჯეი, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების განმტკიცებაში თქვენი წვლილი ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის პარლამენტში საპრეზიდენტო ფიცი დღეს დადო.