– კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა მარკ რუტესთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „კარგი და პროდუქტიული“ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„დეტალურად განვიხილეთ ჩვენი მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტირებისა და ჩვენი მდგრადობის გაძლიერების ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე შევეხეთ PURL ინიციატივას და რეპარაციების სესხს. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. კოორდინირებულად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ბრიუსელში 8 დეკემბერს, ლონდონიდან ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)