ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის პრესმდივანზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამის ეჭვი არ არსებობს. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან. მათთან ჩვენი ურთიერთობების მთავარ თემებზე ვისაუბრებთ, მათ შორის ორმხრივ ფორმატში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას ონლაინ ან პირადად მიიღებს.
იტალიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 13-15 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ