ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელეარხი Rai News-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა.
ასევე აღინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც პირადად დაესწრო „რამშტაინის“ ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) სხდომას. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა