ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

მადლობას ვუხდი ინდოეთის პრემოერ-მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი მ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“სატელეფონო საუბარი მქონდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან.
მადლობას გიხდით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვისა და იდოეთის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობისთვის მრჩევლების დონეზე შეხვედრებში”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ინდოეთის მონაწილეობა საინაუგურაციო მშვიდობის სამიტში, რომლის ჩატარებაც შვეიცარიაში არია დაგეგმილი.
ცნობისთვის, 20 მარტს გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთს მომავალ კვირას ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ