ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის მთავრობას – თუ რუსეთიდან ნავთობის იმპორტს შეაჩერებთ, პუტინი გამოწვევების წინაშე დადგება – თქვენ დიდი ქვეყანა ხართ, აქ საკითხი მილიონებს კი არა, მილიარდებს ეხება

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ინდოეთს მოუწოდა, რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტოს, რადგან ეს უდიდეს გამოწვევას შეუქმნის ს მმართველს, ვლადიმერ პუტინს.
„ვფიქრობ, ინდოეთის მთავრობას ეს ესმის. სიამოვნებით ვიმუშავებთ ალტერნატიულ გზებზე. თქვენ დიდი ქვეყანა ხართ, აქ საკითხი მილიონებს კი არა, მილიარდებს ეხება, რომელიც უბრუნდება პუტინს, რუსეთს და შემდეგ ის იყენებს ამ ფულს, რადგან ოფიციალურად მას ახლა ომის ეკონომიკა აქვს. ანუ ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტი ომია და არა მშვიდობა. რა თქმა უნდა, ეს ფული მას ძალიან ეხმარება, ამიტომ უნდა იგრძნოს, რომ ომი ძალიან ძვირი და ძვირადღირებული საქმეა და ეს მისმა საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს, რადგან თუ ის მილიარდებს მიიღებს, ვერ იგრძნობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის მშვიდობის გზაზე ესაუბრა.
„ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ მის იდეებს, სიამოვნებით ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ მზად არ ვართ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ტერიტორიები, როგორც წინადადების ერთ-ერთი ვარიანტი, ჩვენ არ გავცვლით ადამიანებს წინადადებებზე და ტერიტორიებს წინადადების მიხედვით. პრემიერ-მინისტრ მოდის უფრო მეტად სურს მშვიდობა, ვიდრე პრეზიდენტ პუტინს. ხედავთ რა პრობლემაა? ანუ პრობლემა ის არის, რომ პუტინს ეს არ სურს. არ ვიცი, რას განიხილავენ იქ, რა დეტალებზე საუბრობენ პუტინთან, მაგრამ მე ვუთხარი პრემიერს, შეხედეთ, ვის ესაუბრებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებისთვის პუტინი მკვლელია.