– იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული.
„ჯილდოები გადავეცი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაკებს. იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც უკრაინის დასაცავად ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ტენდენცია უცვლელია და სულ უფრო და უფრო მეტს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად.
„უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ: ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?