– თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ალიანსზე

თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ სამიტზე უკრაინის მონაწილეობა და რა შედეგი ექნება ამას. ჩემი აზრით, თუ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, მაგრამ არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე. ასე რომ, გადაწყვეტილება პარტნიორებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის მონაწილეობის შესახებ პარტნიორებისგან სიგნალები მიიღო.
ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…