: თუ სამშვიდობო შეთანხმება გაითვალისწინებს უკრაინის დონბასიდან გასვლას უკრაინელი ხალხი ამას არც მე და არც შეერთებულ შტატებს არასდროს გვაპატიებს

უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსამართლობაა ის, რომ -ის პრეზიდენტი  საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, და არა რუსეთს, მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს.

ზელენსკიმ Axios-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის შესაძლოა უფრო ადვილი იყოს უკრაინაზე ზეწოლა, ვიდრე გაცილებით დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის „გამარჯვების მიცემა“ არ არის.

„ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერთან და უიტკოფთან მისი საუბრები არ მოიცავს იმ ტიპის ზეწოლას, რომელსაც ტრამპი საჯაროდ იყენებს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ზეწოლის ქვეშ ადვილად ექცევა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერიტორიის საკითხზე გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინთან პირისპირ შეხვედრაა.

მისი თქმით, თავის გუნდს დაავალა, წამოჭრან საკითხი ლიდერთა დონეზე ჟენევაში მომავალი შეხვედრის თაობაზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმის გზით უნდა წარედგინოს.

მისი თქმით, თუ ეს შეთანხმება უკრაინული მხარის მიერ დონბასიდან უბრალოდ გასვლას გაითვალისწინებს, მას ხმას არ მისცემენ.

„ემოციურად, ხალხი ამას არასდროს გვაპატიებს. არასდროს. ისინი არ მაპატიებენ მე, ისინი არ აპატიებენ [-ს]“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს არ ესმით, რატომ უნდა მოსთხოვონ მათ დამატებითი მიწების დათმობა.

„ეს ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ყველა ეს მოქალაქე, დროშა, მიწა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ შეთანხმება დონბასში არსებული საბრძოლო ხაზების გაყინვას გაითვალისწინებს, უკრაინელი ხალხი მას მიიღებს.

„ვფიქრობ, რომ თუ დოკუმენტში შევიტანთ იმის შესახებ, რომ ჩვენ იქ დავრჩებით, სადაც ვიმყოფებით შეხების ხაზზე, ვფიქრობ, რომ ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, პუტინის მსგავსად, რუსეთის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ვლადიმერ მედინსკისაც უყვარს ომის „ისტორიულ ფესვებზე“ ფილოსოფოსობა.

„ჩვენ არ გვაქვს დრო ამ ყველაფრისთვის. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ომი დავასრულოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში არჩევნების შესაძლო ჩატარების შესახებ საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ დათანხმდა ცეცხლის ერთდღიან შეწყვეტას არჩევნების ჩასატარებლად, ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის ნაცვლად, რაც, მისი თქმით, არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის არის საჭირო.