ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ რუსები დაარღვევენ შეთანხმებას, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს

თუ დავინახავთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, -სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ-ამერიკული და რუსულ-ამერიკული ერთობლივი განცხადებები არ ითვალისწინებენ შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის, მაგრამ ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.
“თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს საკმარისი ძალები, ინსტრუმენტები და სანქციები აქვს, რომ “გავლენა მოახდინოს რუსებზე, პუტინზე, რომ მათ ეს ომი დაასრულონ”.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ იყოს, თუ ასე არ მოხდა, გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ იგივე კრიზისში იქნება

მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას