– თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, მთელი უკრაინის დაპყრობას მოახერხებს, მას პლაცდარმად გამოიყენებს.
„თუ პუტინი მთელ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ის მას პლაცდარმად გამოიყენებს. გააკეთებს თუ არა ამას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ევროპა. თუ ევროპა ძლიერი იქნება, ის ალბათ არაფერს გააკეთებს, მაგრამ თუ სუსტი, რუსეთის ქმედებებისგან დაზარალდება. მოსკოვსა და პარიზს შორის მანძილი 3 000 კილომეტრზე ნაკლებია. დღეს კი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. ჩვენ თვითონ გვაქვს რაკეტები 3 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსით. დამიჯერეთ, ორ წელიწადში რუსებს – და ჩვენც – ბევრი რაკეტა ექნებათ 5 000 კილომეტრის მოქმედების რადიუსით. ზღვა ვერავის დაიცავს, ოკეანე ვერავის დაიცავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის ბედი განსაზღვრავს, თუ რამდენად იმოქმედებს ომი ევროპაზე და სად იქნება მისი აღმოსავლეთი საზღვარი.
„თუ ვერ გაუძლებს, ეს საზღვარი პოლონეთი ან თუნდაც გერმანია იქნება. ოდესღაც ევროპა ასე იყო გაყოფილი. დასავლეთ გერმანიის აღმოსავლეთი საზღვარი დასავლური სამყაროს საზღვარი იყო. დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წასვლის უფლებას მივცემთ რუსეთის ამბიციებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია