ვოლოდიმირ ზელენსკი – ზაფხულში რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით – როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად სად?

ზაფხულში სამხედრო მომზადების საბაბით ბელარუსში “რაღაცას ამზადებს”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ “სამი ზღვის ინიციატივის” სამიტზე განაცხადა.
“შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით. როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები. მაგრამ ამჯერად სად? არ ვიცი. ? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენი ინსტიტუტი მზად არის თანამშრომლობისთვის,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წელს ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად რუსეთი 15 დივიზიის მომზადებას გეგმას, რომელთა რაოდენობა 100-150 ათას სამხედროს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს