ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. აქ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას, რეალურად საუბარია ჩრდილოეთ კორეიდან ხალხის საოკუპაციო სამხედრო ძალებში გადაყვანაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში უკრაინის ურთიერთობა პარტნიორებთან კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.
„ ფრონტის ხაზს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებისა და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტი მარაგების მიცემაზე, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის სია. საუბარია აგრესორზე ზეწოლის გაზრდაზე – ზეწოლაზე, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთს შეუძლია გაუძლოს – და ასევე საუბარია კიდევ უფრო დიდი ომის თავიდან აცილებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ნამდვილი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძალით და მთელი მომავალი კვირა დაეთმობა პარტნიორებთან მუშაობას ასეთი ძალისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის.