– ვლადიმერ პუტინის ქმედებები განსხვავდება სამშვიდობო ლექსიკისგან, რომელსაც დონალდ ტრამპთან დიალოგში იყენებს – ის ჩვენკენ რაკეტებს ისვრის, ხარობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, მზადაა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ს ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.
მისი თქმით, „ცოტა უცნაურად“ ჩანს, რომ პუტინი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეუბნება, რომ მას ომის დასრულება სურს, ამავდროულად კი მედიაში აცხადებს, რომ სურს და მზადაა ომის გასაგრძელებლად.
„ის ჩვენკენ რაკეტებს ისვრის, ღიად საუბრობს ამაზე, ხარობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით, თავის გენერლებს ბრძანებებს აძლევს – სად წავიდნენ, რა დაიპყრონ და ა.შ.“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ვითომდა სამშვიდობო ლექსიკას, რომელსაც ის ტრამპთან დიალოგში იყენებს.
-ის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ყველა ეს „მესიჯი“ განსხვავებული ხასიათისაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: როგორ ვხვდებით, რა ფორმატში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს – ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მზად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.