ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე – მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით – ეს შეუძლებელია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად

უნდა გესმოდეთ პუტინთან ჩემი შეხვედრის მიზანი – მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
„თუ მას შევხვდები, პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ – ცეცხლის შეწყვეტით, ყველა ტყვის გაცვლით ან მსგავსი რამით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები არ ენდობიან უკრაინელებს და უკრაინელები – რუსებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ს სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, ს პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს : „თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ის რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ არა ათი წელი. ვერ გადარჩება. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.