ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ესაუბრა.
“ინაუგურაციის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე და ცხადია, ჩვენს ევროპულ საქმეებზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში მცირეხნიანი დიალოგი გუშინ გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია.
ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. უკრაინული მედია წერს, რომ საუბარი, სავარაუდოდ, წინასწარ არ იყო დაგეგმილი.