– ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ პუტინი შემოჭრას აღარ გააგრძელებს? – მას არავინ ენდობა

პუტინს არავინ ენდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ პუტინი შემოჭრას აღარ გააგრძელებს? არავის. მან იმდენჯერ მოიტყუა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ხვალინდელ შეხვედრაზე -ის პრეზიდენტთან, „დონალდ ტრამპთან დაკავშირებას შეეცდებიან“.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ „უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ძლიერი არმია იქნება“.
„ჩვენ ამ ომის დასაწყისიდანვე ვამბობთ, რომ თქვენ მთელი ევროპის მომავლისთვის იბრძვით. ამიტომ, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია