ვოლოდიმირ ზელენსკი ვითარების გასაცნობად დონეცკის ოლქში ჩავიდა

19 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის რეგიონს ეწვია და, როგორც სოციალურ ქსელში მოგვიანებით დაწერა, საველე საავადმყოფოში დაჭრილი მებრძოლები მოინახულა.

“მე მოვინახულე ჩვენი დაჭრილი დამცველები, რომლებიც იქ განლაგებული 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამედიცინო ასეულში გადიან მკურნალობას. ვესაუბრე მათ და გადავეცი სახელმწიფო ჯილდოები. დიდი მადლობა უკრაინის დაცვისა და თქვენი სამსახურისათვის! ჩვენი სახელმწიფო ამაყობს, რომ ასეთი მეომრები ჰყავს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ტელეგრამის არხზე.
გარდა ამისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის „ვოსტოკის“ მეთაურს, გენერალ ივან სოდოლს, ამ მიმართულებაზე მოქმედი უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელობას.
„დავათვალიერე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. მაქსიმალური ძალები ამ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დატოვა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა, რუსი სამხედროები კიდევ უფრო აგრძელებენ იერიშებს მთელი დონეცკის რეგიონის ოკუპაციის მიზნით.

ამჟამად მათი ძალისხმევა კონცენტრირებულია ქალაქ ჩასოვ-იარის გარშემო, რომლის ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იყო. ეს დასახლება მუდმივი საჰაერო დარტყმების ქვეშაა.
უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, ს არმია შეეცდება 9 მაისამდე ხელთ იგდოს ჩასოვ-იარი.
უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად, დასახლებულ პუნქტ ჩასოვ-იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად”, – აღნიშნა 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”