– ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს.
„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. მხოლოდ უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – წერს X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა