– ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის – ევროპაში შეხვედრები გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ევროპაში გაიმართება შეხვედრები, რომლებმაც ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.
„უკვე ვემზადებით შემდეგი დიპლომატიური კვირისთვის – ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. მშვიდობისკენ ისწრაფვის. თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ესაუბრა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს და 5 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.
„ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის სხდომა მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გაგრძელდეს. დღეს ჩვენ დეტალურად ვიმუშავეთ უსაფრთხოებაზე. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური შეიცვლება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ცვლილებების შესაბამისი მიმართულებები შინაგან საქმეთა მინისტრ კლიმენკოსთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!