– ველით, რომ -ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ საკითხებს განვიხილავთ – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შესახებ პირველადი ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია გაიმართება და ელის, რომ ყველაზე რთული საკითხების, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.
„რუსტემ უმეროვმა უკვე წარადგინა პირველადი ანგარიში საფრანგეთში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის მუშაობის შესახებ. გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია და ეს უკვე მესამე ასეთი სესია იქნება ორ დღეში. კერძოდ, ველით, რომ განხილული იქნება ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები – კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, დავავალე გუნდს, განიხილონ ს, სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის ლიდერების დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატები“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა თავს არ არიდებს ყველაზე რთულ საკითხებს და არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის.
„მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. ეს კი პარტნიორებზეა დამოკიდებული – იმაზე, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი ს რეალურ მზადყოფნას ომის დასასრულებლად. დღის ბოლომდე ველოდები ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალურ ანგარიშს“, – წერს ზელენსკი.
მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრებზე უკრაინას წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, ანდრეი გნატოვი, კირილო ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, დავიდ არახამია და ალექსანდრ ბევზი.