ვოლოდიმირ ზელენსკი – ველით რეალურ ზეწოლას ევროპისა და აშშ-სგან რუსეთზე, რათა მან „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა იმისკენ, რომ რუსეთმა „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს.
„სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი მხარდაჭერა არის გზა ასეთი რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორის და ომის გახანგრძლივების დასრულებისკენ. ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე -ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს.
დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, ს, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები.
ზელენსკის თქმით, ოდესის ოლქზე ოკუპანტების მასიური დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში და დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, დაშავდა სამი ბავშვი. ზაპოროჟიეში კი ექვსი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას