– ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო

ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„შესაძლოა, ეს ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენი გუნდების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, პირისპირ შეხვედრის ფორმატმა გაამართლა. თავად საუბრისთვის შესაფერისი ატმოსფერო გვქონდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზეც ისაუბრა და შეხვედრის შემდეგ „ბევრ რამეს ცოტა სხვაგვარად უყურებს“.
„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ძალიან ძლიერად ჟღერს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…