– ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აგრძელებს პარტნიორების ახალი ვიზიტების მომზადებას და უსაფრთხოების შეთანხმებებს.
„ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებსა და დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებლად გახდება სიახლე უახლოეს კვირებში : ჩვენი პარტნიორების ახალი ვიზიტები უკრაინაში, ახალი უსაფრთხოების შეთანხმებები ჩვენი სახელმწიფოსა და ზოგადად ევროპაში ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფაქტობრივი დაწყების მომზადებას ივნისისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ თავისი ვალდებულებები შეასრულა და იგივე აქტივობას – ეფექტურ საქმიანობას – პარტნიორებისგან ელის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მზადება პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის და ის ესაუბრა ესპანეთის, ბელგიის, ლატვიის, ფინეთისა და კაბო-ვერდეს ლიდერებს.