ვოლოდიმირ ზელენსკი – ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა, ყველა სამსახური ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, – უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
„რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. ლვოვში შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დედაქალაქში კომუნიკაციების ნაწილი დაზიანდა. უკრაინის პრეზიდენტმა ექიმებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.
„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ. ტერორისტები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს ყოველთვის აგებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
7 თებერვალს, დილით, რუსეთმა ზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის თავდასხმების სამიზნეს ს, დნიპროპეტროვსკის, ლვოვის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები წარმოადგენდა. ბოლო მონაცემებით, რუსების თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს