ვოლოდიმირ ზელენსკი – ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იარაღის შესყიდვის საკითხს განიხილავს.
„დღეს ამერიკასთან ახალი დახმარების შესახებ არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს განვიხილავ, არის თავდაცვის პაკეტი, რომლის შესაძენადაც მზადაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით უკრაინამ და ევროპელებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ.
„ამით ყველანი დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კონტინენტი მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. კანადაში მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება