ვოლოდიმირ ზელენსკი – ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შეიძლება, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე ს საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ შეიძლება გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„როცა საქმე ეხება ენერგეტიკასა და ნავიგაციის თავისუფლებას, ამ საკითხებზე შედეგის მიღწევა იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მზად იყოს ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ მოსკოვი და შეთანხმდნენ, შეაჩერონ თავდასხმები მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დეესკალაციისკენ.
„პირველი სამიტის დროს ვნახეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ჩვენ არ ვესხმით თავს მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი არ ესხმიან თავს ჩვენსას. შეიძლება ამან გამოიწვიოს ომის ცხელი ფაზის დასრულება? ვფიქრობ, რომ კი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.