– ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შეიძლება, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ შეიძლება გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს ომის შესაჩერებლად.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„როცა საქმე ეხება ენერგეტიკასა და ნავიგაციის თავისუფლებას, ამ საკითხებზე შედეგის მიღწევა იქნება სიგნალი იმისა, რომ , შესაძლოა, მზად იყოს ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ მოსკოვი და შეთანხმდნენ, შეაჩერონ თავდასხმები მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დეესკალაციისკენ.
„პირველი სამიტის დროს ვნახეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ჩვენ არ ვესხმით თავს მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი არ ესხმიან თავს ჩვენსას. შეიძლება ამან გამოიწვიოს ომის ცხელი ფაზის დასრულება? ვფიქრობ, რომ კი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ