ემანუელ მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
გარდა ამისა, ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკისა და დონალდ ტრამპის მადლიერია იმისთვის, რასაც უსაფრთხოებისთვის აკეთებენ.
„მე ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს. ჩვენი გუნდი ჟენევაში მუშაობს პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანია პრაქტიკული შედეგის მიღება, რაც უკრაინას და მთელ ევროპას საიმედო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დააახლოებს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი მიმდინარეობს და რომ დიპლომატია განახლდა. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები ჩვენს არგუმენტებს მოისმენენ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი აკეთებენ უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რაც შეიძლება კონსტრუქციულად. ჩვენ ველით ახალ ანგარიშებს ჩვენი გუნდების შვეიცარიიდან. გმადლობთ, ემანუელ!“,- წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია