ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონმა ინფორმაცია მომაწოდა ლიდერებთან საუბრის შესახებ – მნიშვნელოვანი საკითხები წყდება

უკრაინის პრეზიდენტმა მ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ზელენსკი „ტელეგრამ“არხზე ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გუშინ პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე განიხილეს გლობალური ვითარება, ევროპაში არსებული სიტუაცია და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
“ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა: უნდა არსებობდეს საიმედო, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი სხვა გამოსავალი ასეთი გარანტიების გარეშე, როგორიცაა მყიფე ცეცხლის შეწყვეტა, იქნება მხოლოდ მორიგი მოტყუება ს მხრიდან და რუსეთის ახალი ომის პრელუდია უკრაინის ან ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას მუდმივ კონტაქტზე შეთანხმდნენ.
„ემანუელ მაკრონმა ინფორმაცია მომაწოდა სხვა ლიდერებთან, და არა მხოლოდ ევროპელ ლიდერებთან, საუბრის შესახებ. მუდმივ კონტაქტზე შევთანხმდით. მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. უნდა უზრუნველვყოთ საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შედეგი“, – წერს ზელენსკი.