ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოება განვიხილეთ

ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ეს იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მომზადებას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში – ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას უკრაინის არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ში იარაღის წარმოება განიხილეს.
„განვიხილეთ ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში ჩვენი შიდა იარაღის წარმოება. რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა სიღრმისეული საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და კოორდინაციაზე“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული