ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონთან საუბარზე – უკრაინის თავდაცვის ძირითადი საჭიროებები განვიხილეთ, პირველ რიგში, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი

უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ჩვენ უკრაინის თავდაცვის ძირითადი საჭიროებები განვიხილეთ, პირველ რიგში, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი. ჩვენ რუსული რაკეტებისა და დრონებისგან საიმედო თავდაცვა გვჭირდება. ასევე, უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსების საკითხი განვიხილეთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს მიმდინარე კვირაში სტამბოლში, უკრაინისა და ს დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ აცნობა.
„ჩვენ უკრაინის ევროპული ინტეგრაციის გზა განვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ მ და მოლდოვამ წინსვლა ერთად გააგრძელონ. ასევე, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა განვიხილეთ, რომლებიც სრულად ფუნქციონირებს. საპრეზიდენტო კანონპროექტი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას უზრუნველყოფს და მათზე რუსეთის გავლენას ხელს უშლის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხმა ამ სიტუაციის ირონია ვერც შეიგძნო, მაგრამ წარმომიდგენია რამდენი პატიოსანი ადამიანის თავში გაიელვა მაშინ ცნობილმა ფრაზამ – “გაიტანეთ”! (ვიდეო)