ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპა რუსეთთან ომისთვის მზად არ არის

ევროპა რუსეთთან ომისთვის მზად არ არის, – უკრაინის პრეზიდენტმა, მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვას უპასუხა.
„მე მათ [ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს] ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად ვუთხარი: თუ გახსოვთ, რა მოხდა ში 2014 წელს, ჩვენი ხალხი ომისთვის, ს და დონბასის ნაწილის სწრაფი ოკუპაციისთვის მზად არ იყო. და შემდეგ, თითქმის რვა წლის განმავლობაში, ხალხმა ასეთი აგრესიისთვის მზადება დაიწყო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა კონფლიქტის შესაძლებლობისთვის მომზადებული არ ყოფილა.
„და მე მჯერა, ღმერთმა არ ქნას, ს მხრიდან თქვენს წინააღმდეგ ახალი თავდასხმები არ გვქონდეს, რომ დღეს ევროპაში არ არის სახელმწიფო, რომელიც შეჭრისთვის მზად იქნება, არა იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ან უკეთესები ვართ, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მთელი ეს წლები გვქონდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში