– ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტი, თვლის, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის მზადყოფნაზე, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იყოს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის 2025 წელს დასრულება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის მსგავს სურვილს -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრძნობს.
„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეშინია -ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის. ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის ჯართან გამკლავება არ შეუძლია, რადგან რუსული არმია რიცხოვნობით უფრო დიდია. რუსეთს მეტი იარაღი აქვს, მეტი ხალხი ჰყავს და უფრო სასტკია, ვიდრე ევროპელები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთისგან განსხვავებით არ იციან რა არის ომი.
„ევროპას, სამწუხაროდ, უკრაინული არმიის გარეშე დღეს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს. პუტინმა ეს იცის და ამის შესახებ თავის წრეში საუბრობს. ამიტომ, თუ თავს არ დაიცავს, ის სწრაფად წავა უფრო შორს, ეს ფაქტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ევროკავშირს მოუწოდა იყოს სამჯერ უფრო პრაგმატული და გაზარდოს იარაღის წარმოება როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, რათა პუტინს გაუსწროს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)